ირაკლი კობახიძე – ფარულ ჩანაწერებზე: თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ძვლებში ადამიანების გადამტვრევა „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა
“თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ძვლებში ადამიანების გადამტვრევა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას მოლაპარაკების ჩაშლა უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
„გამოძიება დაიწყო უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, ეს არის პირველი პრინციპული საკითხი და მეორე პრინციპული საკითხი რაზეც ოპოზიცია საუბრობდა, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია. ჩვენ გვახსოვს ძვლებში გადამტვრეული ადამიანები იმ ადამიანებისა და პოლიტიკოსების მხრიდან, რომელებიც ვიღაცებს რაღაცებს აბრალებდნენ. ძვლებში ადამიანების გადამტვრევა, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.