,,ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია დიალოგის წარმატების დასრულებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
ამის შესახებ კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
,,კრისტიან დანიელსონს აქვს მიზანი, ხელი შეუწყოს დიალოგის წარმატებით დასრულებას და ჩვენც ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დიალოგი დასრულდება წარმატებით.
,,ქართულ ოცნებას”, როგორც კონსტრუქციულ პოლიტიკური ძალასა და მმართველი პარტიას, გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, გააკეთებს ყველაფერს, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შეხვდა.