ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი საერთაშორისო გამოფენა 11 აპრილამდე გაგრძელდება
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ებრაული კულტურის და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის AEPJ-ის ახალი პროექტის Parallel Traces გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე ებრაული მემკვიდრეობის ამსახველი ციფრული, აუდიო და მხატვრული მასალებია წარმოდგენილი.
საქართველოსთან ერთად გამოფენაზე ევროპის ექვსი ქვეყანა: ბელგია, ლუქსემბურგი, ესპანეთი, სერბეთი, რუმინეთი და პოლონეთია წარმოდგენილი .
ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის AEPJ-ის ახალი პროექტი, ევროკავშირთან თანამშრომლობით, Creative Europe – პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. გამოფენა 11 აპრილამდე გაგრძელდება.