აზერბაიჯანმა გამოსაყენებლად რუსული ვაქცინა დაამტკიცა

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული ვაქცინის – Sputnik V-ის გამოყენების ნებართვა გასცა.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, ვაქცინა აზერბაიჯანში უახლოეს დროში იქნება ჩატანილი.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანმა მოსახლეობის აცრა თებერვლიდან ჩინური ვაქცინით უკვე დაიწყო. გარდა ამისა, ელოდებიან ვაქცინას COVAX პლატფორმისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები