„დაიბეჭდა! დასრულდა მთელი წლის ნამუშევარი“! – „სუხიშვილების“ ისტორია
გამოიცა ანსამბლ „სუხიშვილების“ ისტორიის ამსახველი წიგნი. ამის შესახებ ქორეოგრაფიული ანსამბლის, „სუხიშვილების“ დირექტორი ნინო სუხიშვილი ავრცელებს ინფორმაციას.
„დაიბეჭდა! დასრულდა მთელი წლის ნამუშევარი! Პანდემიის დროს გაკეთებული წიგნი! ანსამბლის ისტორია და მოღვაწეობა 1945-2020 წწ.
დიდი მადლობა : ირინა აბჟანდაძეს, კოტე ჯანდიერს, ლევან კიტიას და მთელ შემოქმედებით და ტექნიკურ ჯგუფს, ვინც ამ წიგნის შექმნაში დამეხმარა, განსაკუთრებული მადლობა შორენა შავერდაშვილს (გამომცემლობა „სეზანი”) და Ნანა დოლიძეს (Საქ. კულტ. Სამინისტრო)“, – წერს ნინო სუხიშვილი.