ირმა ინაშვილი: პლებისციტი მიუღებელია ჩვენთვის, ეს არის ხაფანგი

“პლებისციტი მიუღებელია ჩვენთვის, ეს არის ხაფანგი”, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თუ გააცნობიერებს, რომ ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა.

„უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ჩვენ ელჩებთან მოლაპარაკების ფორმატში ერთადერთ საკითხს ვაყენებდით და დღესაც ამ საკითხს ვაყენებთ – ეს უკავშირდება ახალი არჩევნების დანიშვნასა და უკვე თანმდევ საკითხებს, საარჩევნო სისტემისა და მთლიანად გარემოს შეცვლა. ამიტომ, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ შემდგომ რაუნდში და იმავე საკითხს დავაყენებთ. კარგი იქნება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თუ გააცნობიერებს, რომ ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის არა გაჯიუტებაში, ეს ოპოზიციასაც ეხება და ხელისუფლებასაც, არამედ ახალი არჩევნების დანიშვნაში.

პლებისციტი მიუღებელია ჩვენთვის. ეს არის ხაფანგი და არანაირად არ მიმაჩნია, რომ პლებისციტი არის კომპრომისის ფორმა ამ ვითარებაში“, – განაცხადა ინაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები