საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 342 პირი

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა 26 700 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 343 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.24 %, – ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 700 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 393 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 332 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 377-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.24 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.72%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 343 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 764-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 634 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 185 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 51, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 14, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 20, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 953, საიდანაც: 1 310 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 656, აჭარაში – 134, იმერეთში – 258. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 275 პირი, მათ შორის, თბილისში – 118, აჭარაში – 20, იმერეთში – 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში – 50, აჭარაში- 4, იმერეთში – 8. 130 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 25 – აჭარაში. 1 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 245 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 143, ხოლო აჭარაში – 17.

სულ 6 ოქტომბრიდან – 11 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 601 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 480 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 456 პირი, აჭარაში – 502, იმერეთში – 684.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები