Novavax-ის ვაქცინამ ე.წ.ბრიტანული შტამის წინააღმდეგ 86%-იანი ეფექტურობა აჩვენა

ამერიკული კომპანიის – Novavax Inc-ის ვაქცინამ კორონავრუსის ე.წ.ორიგინალური ვერსიის წინააღმდეგ 96%-იანი ეფექტურობა გამოავლინა. გარდა ამისა, ის 86%-ით ეფექტური აღმოჩნდა ე.წ.ბრიტანული შტამის წინააღმდეგაც.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

შესაბამისად, პრეპარატის ეფექტურობის საერთო მაჩვენებელი 90%-ს შეადგენს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კვლევის დროს არ გამოვლენილა მძიმე გვერდითი ეფექტი ან გარდაცვალების ფაქტი.

ასევე, კომპანიამ შედარებით მცირერიცხოვანი კვლევა ჩაატარა სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ვირუსის კიდევ ერთი შტამია გავრცელებული. ვირუსის ამ ვერსიის წინააღმდეგ პრეპარატი 55%-იან ეფექტურობას ავლენდა, თუმცა, დაავადების მძიმე ფორმის არიდებას უწყობდა ხელს.

Novavax-ი გეგმავს ორ-დოზიანი ვაქცინის წარმოებას 8 სამრეწველო ცენტრში, მათ შორის, Serum Institute-ში – ინდოეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები