მოლდოვის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი – აურელიუ ჩოკოი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

მისალოც წერილში მან ხაზი გაუსვა მოლდოვასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და განმტკიცების მნიშვნელობას.

„მოლდოვის რესპუბლიკისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მიაღწევს შემდგომ წინსვლას თავისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე და უზრუნველყოფს ცხოვრების მაღალ სტანდარტებს მოქალაქეებისთვის. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ მზადყოფნა ჩვენს მთავრობებს შორის დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია მოლდოვასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და განმტკიცება ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ. გისურვებთ წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში”, – აღნიშნავს მოლდოვის პრემიერმინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები