კამბოჯაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გარდაიცვალა
კამბოჯაში დღეს კოვიდ 19-ის ვირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გარდაიცვალა, – წერს Associated Press-ი.
გარდაცვლილი 50 წლის მძღოლია, რომელიც ქალაქ აიანუკვილში მუშაობდა.
მამაკაცს თებერვალში დაუდასტურდა ინფექცია და დღეს ის გარდაიცვალა.
2020 წლის 11 მარტს, მსოფლიოში კორონავირუსული პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე, კამბოჯაში ინფიცირების სულ 1 163 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამჟამად, ქვეყანაში აფეთქების ახალი ტალღაა.
ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ახალი ტალღის დაწყება უკავშირდება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც თებერვალში კარანტინის რეჟიმი დაარღვია და კლუბში გასართობად წავიდა.
20 თებერვლიდან პნომპენში, ასევე, ქანდალისა და სიანუკვისლის პროვინციებში დაიხურა სკოლები, კინოთეატრები, ბარები, მუზეუმები და გასართობი დაწესებულებები.