კახეთში გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე დაკავებულ 36 წლის ზურაბ შავლიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე მამაკაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შავლიაშვილმა მეუღლეს შეშის ანთებული ღუმელი იმ დროს ესროლა, როცა ქალს ხელში ბავშვი ეჭირა. 8 თვის ბავშვი კი გონების დაკარგვის შემდეგ გარდაიცვალა.