“ევროპის უნივერსიტეტი” აბიტურიენტებს უპრეცედენტო შეთავაზებით მიმართავს

ევროპის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ლაშა კანდელაკიშვილის, ინიციატივით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აბიტურიენტებს, რომლებიც პირველ პრიორიტეტად აირჩევენ ევროპის უნივერსიტეტს, კოდით 171, უნივერსიტეტი ყოველწლიურად 1000 ლარით დააფინანსებს, პროგრამის ხანგრძლივობის სრული ვადით. აღნიშნული პროექტისთვის, უნივერსიტეტმა გამოყო 3 000 000 (სამ მილიონიანი) ბიუჯეტი. შესაბამისად, ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამების შემთხვევაში, სტუდენტი ისარგებლებს 4000 ლარიანი, სტომატოლოგიის შემთხვევაში 5000 ლარიანი, ხოლო დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის შემთხვევაში – 6000 ლარიანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტით. ამჟამად, ევროპის უნივერსიტეტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტები, ფუნქციონირებს. აღნიშნული ფაკულტეტების ფარგლებში უნივერსიტეტი ახორციელებს ისეთ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორებიცაა: ბიზნესის ადმინისტრირება, საბანკო საფინანსო, ინფორმატიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი, ფსიქოლოგია, დიპლომირებული მედიკოსი და სტომატოლოგია. R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები