სოხუმის ცენტრში ბანკს თავს დაესხნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში “ამრა-ბანკის” ოფისს თავს, დაახლოებით, 12:20 საათზე დაესხნენ.

ბანკის თანამშრომლების ინფორმაციით, შენობაში სამი დაუდგენელი პირი შეიჭრა, მათ ნიღბები ეკეთათ.

ბოროტმოქმედებმა ფულის წაღება შეძლეს, თუმცა, თანხის ოდენობა ჯერ უცნობია.

თვითმხილველების თქმით, ბოროტმოქმედებმა დაცვის წევრის მისამართით გაისროლეს, თუმცა, ის არ დაშავებულა.

ადგილზე ე.წ. შსს-ს თანამშრომლები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები