„ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები არა თუ გადატვირთოს, არამედ ისეთ სიმაღლეზე აიყვანოს, რომელიც აქამდე არ ყოფილა” – ნიკოლოზ სამხარაძე

“რატომ აბრალებენ საქართველოს, რომ პროირანული ხელისუფლება ჰყავს და რატომ გაჩნდა ოპონენტების მხრიდან ტერმინი “პროირანული ხელისუფლება”, რადგან დღეს ამერიკა დაპირისპირებულია ირანთან, ამიტომ შენ უნდა აჩვენო, ვისთანაც დაპირისპირებულია ამერიკა, იმასთან ლოიალურადაა საქართველოს ხელისუფლება”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პროირანულობის ბრალდებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები არა თუ გადატვირთოს, არამედ ისეთ სიმაღლეზე აიყვანოს, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვართ კმაყოფილი და არ გვინდა ის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც ადრე გვქონდა.

მე როდესაც მარტში აშშ-ში ვიზიტი მქონდა, მაშინ კითხვა დამისვეს, ხომ არ გვსურდა ძველი პარტნიორობის აღდგენა. საბოლოოდ, ჩვენ ვთქვით, რომ იმ ძველ პარტნიორობას აზრი არ აქვს. ჯობია ახალი პარტნიორობის შეთანხმება შევიმუშაოთ, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება სასარგებლო“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები