“ჩვენ გვახსოვს უკრაინაში დაპატიმრებული არაერთი ოპოზიციონერი, მოლდოვაში დაპატიმრებული პრეზიდენტი; მაგრამ თუკი ეს ბრიუსელის ინტერესებში შედის, ყველაფერი ნებადართულია” – ქართველიშვილი
“ჩვენ გვახსოვს უკრაინაში დაპატიმრებული არაერთი ოპოზიციონერი, ჩვენ გვახსოვს მოლდოვაში დაპატიმრებული პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, იქ დახურული პარტიები, ტელეარხები, მაგრამ თუკი ეს ბრიუსელის ინტერესებში შედის, ყველაფერი ნებადართულია”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“ ისაუბრა.
როგორც ქართველიშვილმა განმარტა, ოპოზიციონერთა დაკავებები და ტელეარხების გათიშვა ნებადართულია იმ ქვეყნებში, რომლებიც ბრიუსელის დავალებებს ასრულებენ.
„სომხეთი შესულია ევრობიუროკრატიის ორბიტაზე, სადაც „ყველაფერი მოსულა“. „მოსულა“ იმ ქვეყნებში, რომლებიც ზუსტად ვასალურ მდგომარეობაში იმყოფებიან ბრიუსელთან. შესაძლებელია ოპონენტების დაჭერა, შესაძლებელია ოპოზიციური პარტიების დახურვა, ტელეარხების გათიშვა, შესაძლებელია ეკლესიის საქმიანობის შეზღუდვა, მიტროპოლიტების დაკავება და დაჭერა და ეს ყველაფერი უპასუხოდ დარჩება, მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვინც ბრიუსელის დავალებებს ასრულებს და ევრობიუროკრატიის ორბიტაზე იმყოფება“, – აღნიშნა ქართველიშვილმა.