სოფელ გრემში ლევან გოთუას 116 წლისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიება გაიმართება
10 მარტს, ყვარლის რაიონის სოფელ გრემში ლევან გოთუას 116 წლისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ინიციატორია საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება.
მათი ინფორმაციით, 11:00 საათზე გრემის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ლევან გოთუას სულის მოსახსენიებელი მცირე პანაშვიდი გაიმართება; 12:00 საათზე კი გრემის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ლევან გოთუას 116 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს.
პროექტის მხარდამჭერები არიან: გრემის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრი; გრემის სსიპ საჯარო სკოლა; ენისელის სსიპ საჯარო სკოლა.
შეგახსენებთ, რომ დიდი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ლევან გოთუა, რომელმაც გადასახლებაში 26 წელი გაატარა და სამშობლოს არაერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები და პუბლიცისტური წერილი დაუტოვა, რამდენიმე წელი ცხოვრობდა გრემში და ამ დროს გამოქვეყნებული მისი ნაწარმოებები, ლევან გრემელის სახელით იბეჭდებოდა.