„შეხვდი მეცნიერს“ – ირინა კოშორიძე
12 მარტს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის ონლაინსაუბრების სერიის – „შეხვდი მეცნიერს“ ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა გაიმართება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორთან, ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების უფროს კურატორთან. ირინა კოშორიძესთან.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ლექციაზე მეცნიერი ისაუბრებს მსოფლიოს დაზგური ფერწერის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფენომენზე – ირანულ დაზგურ ფერწერაზე, რომელიც ყაჯარული ფერწერის სახელითაა ცნობილი იმ დინასტიის საპატივცემულოდ, რომელიც ირანს მართავდა 1796-1925 წლებში.
ირინა კოშორიძე განიხილავს ყაჯარული სტილის განვითარების სხვადასხვა ეტაპს, რომელიც განსხვავებული სოციალ-პოლიტიკური და კულტურული მოვლენებით იყო განპირობებული. ასევე, ისაუბრებს იმ კოლექციის მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.
შეხვედრა ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება . დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა: https://bit.ly/3kVP4Tg