რუსეთის საგარეო უწყებაში იმედს გამოთქვამენ, რომ გალის მოლაპარაკებები განახლდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრე რუდენკომ დღეს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს უმასპინძლა.
როგორც მან შეხვედრაზე თქვა, რუსეთი იმედოვნებს, რომ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მოლაპარაკებები, მოკლე დროში განახლდება.
რუსეთის საგარეოპოლიტიკური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ “რუსულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გამართვის აუცილებლობას, რომელიც შეეხება ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მომზადებას ერთის მხრივ საქართველოს და მეორეს მხრივ “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს” შორის.
ასევე შეხვედრაზე განიხილებოდა “სამ ქვეყანას შორის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის სწრაფი დაწყების საკითხი”.