გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს 16-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე, სასამართლომ გაამტყუნა ვახტანგ ჩიქოვანი და მასაც 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ბიძინა სტურუამ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. დანარჩენ 2 არასწრულწლოვანზე განაჩენი ჯერ არ გამოცხადებულა და ის 16 მარტს გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-სა და ა.ქ.-ს ედავებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები