თავდაცვის მინისტრი ისრაელის კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ისრაელის კომპანია “ელბიტ”-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების საკითხები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა სსსტც „დელტას“ ბაზაზე ადგილობრივი ვაზნების საწარმოს შექმნის პროცესსა და წარმოების განვითარების პერსპექტივებზე. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ტყვია-წამლის საწარმოს შექმნა ხელს შეუწყობს რესურსების დაზოგვასა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ასევე, განხილულ იქნა საქართველოში ერთობლივი სამხედრო წარმოების დანერგვისა და განვითარების გეგმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები