თამთა მეგრელიშვილი – ოპოზიციას: რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნა გამოძიება მხოლოდ ჩანაწერის შინაარსზე დაიწყოს, თქვენივე მიზნებს ამხელს
“რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნა, გამოძიება მხოლოდ ჩანაწერის შინაარსზე დაიწყოს, თქვენივე მიზნებს ამხელს”, – ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდება.
,,აბა, აღტკინებულო “ოპოებო”, ბურთი და მოედანი თქვენს ხელშია.
ხომ გჯერათ, რასაც საუბრობთ? შებრძანდით პარლამენტში, შექმენით საგამოძიებო კომისია და ამ საქმეში მაინც შეიტანეთ თქვენი წვლილი.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.
ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდება.
პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით თქვენი როგორც, გზააბნეული, რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნა გამოძიება მხოლოდ ჩანაწერის შინაარსზე დაიწყოს
თქვენივე მიზნებს ამხელს.
კარგად იცით, რომ პირველ რიგში მნიშვენლოვანია ჩანაწერის ავთენტურობა, ჩაწერის დრო, მოპოვების კანონიერება!
სპეციალური პროგრამების დახმარებით სასურველ პირებს შორის საუბარში ნებისმიერი თემისა და შინაარსის დასმა შეიძლება.
ეს ჩემგან არ გესწავლებათ!
ამაზე იდგა მთელი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მახინჯი სისტემა”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.
პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.