მამუკა მდინარაძე: შარლ მიშელის წარმომადგენლის საქართველოში მოვლინება ერთ ძალიან კარგ რამეს ნიშნავს – ჩაიშალა ოპოზიციის მცდელობა, შეექმნათ საბაბი, რაზე დაყრდნობითაც მოლაპარაკებებს ჩაშლიდნენ

“შარლ მიშელის წარმომადგენლის საქართველოში მოვლინება ერთ ძალიან კარგ რამეს ნიშნავს – ჩაიშალა ოპოზიციის მცდელობა, შეექმნათ საბაბი, რაზე დაყრდნობითაც მოლაპარაკებებს ჩაშლიდნენ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება.

„გარანტირებულად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოში მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება და ყველა მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან საკუთარი კომპრომისული წინადადებების წარმოდგენა მოუწევს. ეს ძალიან კარგია არა ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიისთვის, არამედ კარგია ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რისთვისაც ყოველთვის მზად ვიყავით“, – განაცხადა მდინარაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია საუბარი.

კრისტიან დანიელსონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პირადი წარმომადგენლის მანდატი უმაღლეს ევროკომისარ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები