“ოპოზიციას აქვს უნიკალური ბერკეტი, პარლამენტში შესვლით ჩამოაყალიბოს დროებითი საგამოძიებო კომისია და გამოიძიოს გამოსაძიებელი” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ტვ პირველში” გასული შაბათის სიუჟეტის შემდეგ, გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე;

– ალეკო ელისაშვილი [„მოქალაქეები”] ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს;

– “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის ანასხლეტებს არ მოსწონთ პროკურატურის მიერ უკანონო ჩანაწერა/მიყურადებაზე საქმის აღძვრა და სახელისუფლებო ე.წ. ტერორის ბრიგადების გამოძიებას მოითხოვენ;

– ფაქტია, რომ ოპოზიციას აქვს უნიკალური ბერკეტი, პარლამენტში შემოსვლით ჩამოაყალიბოს დროებითი საგამოძიებო კომისია და გამოიძიოს გამოსაძიებელი. მხოლოდ ქუჩიდან და ტელეეკრანებიდან პოლიტიკა არ კეთდება არცერთი ქვეყნის არცერთ პოლიტიკურ ველზე;

– იმედისმომცემია ის ახალი ამბავიც, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, მიშელმა კრისტიან დანიელსონს საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერილ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შესთავაზა. ჩამოვა ევროპელი გამოცდილი დიპლომატი და რა პასუხს გაცემს ნაცოპოზიცია შესვლა-არშესვლაზე და საპარლამენტო გამოძიებაზე, უახლოესი პერიოდი დაგვანახებს”, – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები