რუსეთის სამხედრო კოვიდჰოსპიტალმა სოხუმში მუშაობა დაასრულა – სამხედრო ექიმები დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში გახსნილმა კოვიდჰოსპიტალმა მუშაობა დაასრულა. მედიკოსების კოლონამ ქალაქი დატოვა.
რუსი მედიკოსები მუდმივი დისლოკაციის ადგილს სტავროპოლის მხარეში დაუბრუნდებიან, კოლონა ადგილზე ორ დღეში იქნება.
მობილური სამედიცინო ქვედანაყოფის შემადგენლობაშია 100-ზე მეტი სამხედრო და 30-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სოხუმში 100-საწოლიანი მობილური ჰოსპიტალი 2020 წლის 20 ოქტომბერს გახსნა.