მარტვილის ეპარქიაში მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე მათგანს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება – გუბერნატორი

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრის დროს აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ჟურნალისტების და ოპერატორების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მარტვილის საავადმყოფოში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებული დაშავებულების მკურნალ ექიმებს შეხვდა და ჟურნალისტები მოინახულა.

“მომხდარი სამწუხარო ფაქტის შემდეგ დაშავდა 6 მოქალაქე, მათგან 5 მედიის წარმომადგენელია, მათი მდგომარეობა საბედნიეროდ დამაკმაყოფილებელია. რამდენიმე მათგანის გადაყვანა დამატებითი კვლევებისთვის მოხდება დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ცნობისთვის, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა.ადგილზე შეხლა-შემოხლის დროს, ჩამოინგრა აივნის მოაჯირი, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. პარალელურად ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი იყო შეკრებილი. მათ კითხვები ჰქონდათ ახლად დანიშნულ მიტროპოლიტ სტეფანესთან, რომელმაც ეპარქიის ორ სასულიერო პირს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები