ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლი დიაკვნებისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას აპროტესტებს – ინციდენტის დროს რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა

ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი დიაკვნების – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას აპროტესტებს და აცხადებენ, რომ ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება უსამართლოა.

ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა. ჯერჯერობით, უცნობია დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა, როგორც თვითმხილველები ყვებიან, დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები.

მეუფის რეზიდენციაში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ეპარქიის ახალი მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ხელმძღვანელობს. სხდომას ესწრებიან თავად დიაკვნები, რომლებსაც მღვდელმსახურების უფლება გუშინ შეუჩერდათ. ასევე – ჭყონდიდის ეპარქიისა და ლენტეხი-ცაგერის ეპარქიიდან მოსული სასულიერო პირები. სხდომა მედიისთვის დახურულია. მის შედეგებს მრევლის ნაწილი რეზიდენციის შესასვლელთან ელოდება.

მეუფე სტეფანე კლარჯიაშვილმა გუშინ ეპარქიაში მოღვაწე ორ დიაკვანს მღვდელსამხურების უფლება შეუჩერა. მიზეზად ურჩობა და სასულიერო პირებისთვის მიუღებელი საქციელი დაასახელა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები