გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა – გოგი მეშველიანმა სამაჟორიტარო ოლქში შემავალ, ოთხივე ბიუროს თანამშრომლებს ბოლნისში უმასპინძლა.

მაჟორიტარმა ბიუროში მომუშავე ქალებს 8 მარტი მიულოცა, წარმატებები უსურვა და ყვავილების თაიგულები გადასცათ.

“ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში! ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი ბიუროს თანამშრომელთა უმრავლესობა ქალბატონები არიან. მათ წარმატებებსა და უამრავ სიხარულს ვუსურვებ!”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები