ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამტრედიელ ქალებს 8 მარტი მიულოცეს
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე სამტრედიელ ქალბატონებს მიულოცეს. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
“სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენელ ქალბატონებს, გაზაფხულის დღესასწაული, სიმბოლური საჩუქრებითა და ყვავილებით გაულამაზეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.