მამუკა არეშიძე: იმხელა თანამდებობის პირის აქ ჩამოსვლა, როგორიც შარლ მიშელია, იმის დასტურია, რომ კავკასია ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას

რა შეცვალა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მისიამ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და როგორი შეიძლება იყოს მოვლენების შემდგომი განვითარება, ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე ,,კვირის პალიტრას” ესაუბრა.

მისი თქმით, იმხელა თანამდებობის პირის აქ ჩამოსვლა, როგორიც შარლ მიშელია, იმის დასტურია, რომ კავკასია ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.

,,ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება ისევ გრძელდება. უფრო მეტიც, ისეთი ფორმა და მასშტაბები მიიღო, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს მიზეზი დაავიწყდა, ზოგიერთისთვის საერთოდ დაპირიპირების არსია გაუგებარი. ქვეყანა რომ ძალიან დიდი რისკებისა და გამოწვევების წინაშე დგას, ეს მიშელის ვიზიტმაც დაადასტურა. საქართველოში კი ჰგონიათ, რომ დედამიწის ჭიპი საქართველოა, მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არ არის. იმხელა თანამდებობის პირის აქ ჩამოსვლა, როგორიც შარლ მიშელია, იმის დასტურია, რომ კავკასია ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. რა თქმა უნდა, საქართველოს ფაქტორიც არის, მაგრამ მთავარი მაინც მთლიანად კავაკასიაა. დასავლეთს ქაოსი არც საქართველოში აწყობს, არც მის ზომიერ მოკავშირე აზერბაიანში და სავარაუდო მოკავშირე სომხეთში. ეს არის მიშელის ვიზიტის ძირითადი გზავნილი. ის, რომ ოპოზიციამ დაპირისპირების ტაქტიკა შეცვალა, ამით საქმის არსი არ იცვლება, რადგან დაპირისპირების ხარისხი შენარჩუნებულია.

ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა. თავიდანვე გამოხატა ხელახალი არჩევნების თავიდან დანიშვნის მზაობა, თუ ოპოზიცია ერთი პროცენტით მაინც დაამტკიცებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს კომპრომისული წინადადებაა. ოპოზიცია ამბობს, ოქმებში უკვე ყველაფერი გასწორებულია და აზრი არ აქვს, რაიმე ტიპის საგამოძიებო უწყების მუშაობასო. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. შესაძლოა, ოქმები გასწორებულია, მაგრამ დარღვევის ფაქტები ხომ არსებობს? საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ამ ფაქტების შესწავლა შეუძლია დაკითხვის დონეზეც კი. გამოიძახოს ეს ხალხი კომისიაში, იქ გამოკითხოს და აქედან გამომდინარე შეადგინოს სურათი. შეუძლია მერე პროკურატურად გადასცეს და პროცესს უფრო ქმედითი სახე მისცეს. ოპოზიცია ამბობს, რომ არ უნდათ საგამოებო კომისია, ქუჩაში დგომა ურჩევნიათ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების მხრიდან კომპრომისი იყო. რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებით იმდენად გადაფარულია ყველაფერი, საქემეში ჩაუხედავი ადამიანები კი არა, ჩვენ, ექსპერტებიც ვერ ვხედავთ, ვერ ვხვდებით ხელისუფლება რეალურად აცნობიერებს თუ არა ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და რისკებს. ეს იქნება ოკუპირებული ტერიტორიების, საზღვრის დემარკაციის, პოლიტიკური ისლამის გაძლიერების საკითხი თუ სხვა. ეს ისეთი საკითხებია, რომელთა მოგვარებას პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია სჭირდება. სხგვაგვარად არ მოხერხდება.

ობიექტურად რომ ვთქვათ, ამ არჩევნების შედეგებით ხელისუფლებამ ძალაუფლების ნაწილის დერეგილება მოახდინა. მანდატიანი ოპოზიციონერები არჩვნებიდან პირველივე დღეებში პარლამენტში რომ შესულიყვნენ მათ ხელში ისეთი სადავეები აღმოჩნდებოდა, რომ გაზაფხულისთვის შესაძლოა კოალიციური მთავრობა გვყოლოდა უკვე. ამათმა იმდენი მოახერხეს, რომ ერთმანეთთან წაკიდებაც მოახერხეს. ზოგი პარლამენტშიც შევიდა. ამასობაში ამომრჩეველიც დაკარგეს, განსაკუთრებით კი წვრილ-წვრილმა პარტიბმა. პოლიტიკური სპექტრის მიმართ იმედგაცრუება დღეს საზოგადოებაში ძალიან მაღალია. ოპოზიციის მთავარი გზავნილი პოლიტპატიმრების გამოშვება-არგამოშვება და არჩევნების გაყალბების საკითხი არ არის, ეს გარემოხმარებისთვისაა განკუთვნილი, მთავარი გზავნილი კი არის, -გადმოგვეცით ძალაუფლება! ძალიან კარგად იციან ორი, სამი თვის მერე დაინიშნოს ახალი ბევრი მათგანი იმ რეზულტატსაც ვერ მიიღებს, რაც ოქტომბრის არჩევნებზე მიიღო. მოგვეცი ძალაუფლება ეს მთავარი გზავნილია, შემდეგი გზავნილია, – თვენთან მოლაპრალებას აზრი არ აქვს. ოპოზიციას უნდა მაქსიმალურად შეარყიოს, ქვეყანა, ძალაუფლება და ამის ხარჯზე მოვიდნენ ხელისუფლებაში.

ოპოზიცია მართლა სააკაშვილის სასარგებლოდ თამაშობს. სხვა გამოსავალი აღარც დაიტოვეს წვრილ-წვრილმა პარტიებმა. “ევროპულმა საქართველომ” საერთოდაც ძალიან უცნაური სტრატეგია აირჩია, ლიდერებიდან არავინ აღმოჩნდა საარჩევნო სიის პირველ ათეულში. ახლა ეს პარტია პარლამენტში რომ შევიდეს, იქ მათი არცერთი ლიდერი არ იქნება. “ლელო” ერთგვარად სახეს ინარჩუნებს, დანარჩენები მთლიანად ჩამოკიდებულები არიან “ნაციონალურ მოძრაბაზე”, ისინი უყურებენ პოლიტიკურ ძალას, როგორც ტარანს, რომელმაც ხელისუფლება უნდა დაამხოს,”- აცხადებს მამუკა არეშიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები