ქალთა დღესასწაულების კვირეულის ფარგლებში, ლაგოდეხის მერიამ ვეტერან ქალებს 200 ლარი აჩუქა
ლაგოდეხის მერიამ ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით ომის ვეტერან ქალებს ერთჯერადად 200 ლარი საჩუქრად გადასცა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მერმა დედის დღე აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის მაია მოსაშვილის დედას პირადად მიულოცა.
“ჯონდო მდივნიშვილმა დედის დღე აფხაზეთის ომში დაღუპულ მაია მოსაშვილის დედას პირადად მიულოცა და ყვავილებთან ერთად სასურსათო პაკეტი გადასცა.
ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლმა ქალბატონებმა მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრად 200 ლარის ოდენობის თანხა მიიღეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.