8 მარტი დიმიტრი (დოდო) ალექსიძის დაბადების დღეა

8 მარტი ქართველი რეჟისორის, პედაგოგისა და თეატრალური მოღვაწის, დიმიტრი (დოდო) ალექსიძის დაბადების დღეა.
1934 წელს დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი.
1935 წლიდან იყო რუსთაველის სახელობის თეატრის დამდგმელი რეჟისორი (1959–1964 მთავარი რეჟისორი).
მისი დადგმებიდან აღსანიშნავია გმირულ-რომანტიკული სპექტაკლები: „ალკაზარი“ და „სამშობლო“ „გზაჯვარედინზე“ „პროფესორი მამლოკი“ გარდა ამისა, გონებამახვილური, სიცოცხლითა და ხალისით სავსე კომედიური სპექტაკლები: სკრიბის „ჭიქა წყალი“ , ლოპე დე ვეგას „სხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი“ , ს. გოლდონის „საპატარძლო აფიშით“, მ. სუნდუკიანის „პეპო“, დიუმანუასა და დენერის „დონ სეყარ დე ბაზანი“, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“.
დრამები და ტრაგედიები:  მ. მრევლიშვილის „ბარათაშვილი“, ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავ“, მ. გორკის „ვასა ჟელეზნოვა“, ა. პოპოვის „ოჯახი“ და სხვა.
1970 წელს დოდო ალექსიძემ მარჯანიშვილის სახელობის თეატრში  დადგა შილერის „დონ კარლოსი“ , კორნეიჩუკის „ხსოვნა გულისა“ , სოფოკლეს „ანტიგონე“ , გოგოლის „ქორწინება“ , ოსტროვსკის „ტალანტები და თაყვანისმცემლები“.
საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დიმიტრი (დოდო) ალექსიძის მიერ დადგმული „ოიდიპოს მეფე“ ერთხმად აღიარეს იმ დროინდელი თეატრის ალმასად.
„მიუხედავად იმისა რომ მანამდე საბჭოთა სინამდვილე არ სწყალობდა ანტიკურ დრამატურგიას. ბედისწერის მოტივი მიუღებელი იყო ათეისტური საზოგადოებისთვის. „ოიდიპოს მეფე“ 1946 წელს ბათუმში დადგა არჩილ ჩხარტიშვილმა. ათი წლის შემდეგ კი დოდო ალექსიძემ ანტიკური სამყაროს მარადიული ღირებულებებისკენ მიახედა საბჭოთა თეატრი“.
დოდო ალექსიძე  იყო საქართველოს სახალხო არტისტი, უკრაინის სახალხო არტისტი, აფხაზეთის  სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და ტარას შევჩენკოს სახალხო პრემიების ლაურეატი. საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე (1974-1984).
დიმიტრი (დოდო) ალექსიძე დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები