„მარტის თვის ქალები“ – ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა

8 მარტს, 12 საათიდან 18:00 საათამდე, „მირაბალდების“ ორგანიზატორობით, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ილუსტრატორ ნინი მახარაშვილის მიერ შესრულებული პირველი ქართველი პარლამენტარი ქალების ილუსტრაციები.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის თავზე, გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი ილისტრაციები ქალებისა, რომლებმაც დროს გაუსწრეს და ამავდროულად დარჩნენ თანამედროვეებად.
„1921 წლის კონსტიტუციის 39-ე მუხლში გაკეთდა ჩანაწერი: „ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიკურ და საოჯახო უფლებებით“. ხუთი ქალის ღვაწლი საქართველოს ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესია. პირველმა პარლამენტარმა ქალებმა არსებითად დიდი როლი შეასრულეს განათლების განვითარების კუთხითაც.
მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. დღესასწაულის არსებობა ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას საზოგადოებასა თუ პროფესიულ სივრცეებში. 1975 წელს გაერომ ოფიციალურად აღიარა დღესასწაული და ეს თარიღი ფემინიზმის აღმავლობასთან ერთად, მხოლოდ ყვავილებთან ასოცირებულ დღესასწაულად აღარ მოიაზრება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოფენა ჩატარტება კორონავირუსით გათვალისწინებული ყველა რეგულაციის დაცვით.
გამოფენა გაიმართება “მირაბალდების” ოფისში.
მის: გრიბოედოვის ქ. 15.
პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები