„შეხვდი მეცნიერს“ – თემურ ქანთარია-ჯაბადარი

9 მარტს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის ონლაინსაუბრების სერიის – „შეხვდი მეცნიერს“ ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა გაიმართება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელთან, კურატორის ასისტენტთან,.თემურ ქანთარია-ჯაბადართან.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, „ავიაციის თემა საბჭოთა ხელოვნებაში“ – თემურ ქანთარია-ჯაბადარის ლექციაზე საუბარი იქნება საბჭოთა ხელოვნებაზე და ავიაციის თემის ირგვლივ, მეორე მსოფლიო ომამდე ჯერ რუსეთში, შემდეგ კი ეროვნულ სივრცეში შექმნილ ნამუშევრებზე (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება და კინო).
შეხვედრა ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება. დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა: shorturl.at/awNR1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები