ახრა ავიძბას პატიმრობა შეეფარდა

სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწეს ე.წ. საერთაშორისო კავშირების საკითხებში, ახრა ავიძბას ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თავად დაპატიმრებული საპატიმროში შიმშილობს და ამას 5 აპრილამდე გააგრძელებს.

მისი ადვოკატი, ინგა გაბილაია ე.წ. საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას ე.წ. უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს, რომელმაც სარჩელი სამი დღის ვადაში უნდა განიხილოს.

გარდა ამისა, ე.წ. სასამართლომ თავისუფლების ერთთვიანი აღკვეთა მიუსაჯა ავიძბასთან ერთად დაკავებულ 5 პირს.

ახრა ავიძბა 5 მარტს სოხუმში, საკუთარ სახლში დააკავეს.

მოგვიანებით, ე.წ. შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ავიძბას სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით იარაღი.

ავიძბასა და მის დაცვის წევრებს ბრალი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები