გორში გაუჩინარებული მამაკაცი პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა

გორში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ დღეს გარდაცვლილი იპოვა. ცხედარი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, ამ დროისთვის ცხედრის ექსპერტიზაა ჩანიშნული.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა და მას სამართალდამცველები ეძებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები