თეა წულუკიანმა ხელოვნების სასახლეში შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტები დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან გრძელდება.

ამჯერად, თეა წულუკიანი ხელოვნების სასახლეს ეწვია და მის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამის შესახებ პარლამენტიდან იტყობინებიან.

მათივე ცნობთ, საუბარი შეეხო წინა წლებში იუსტიციის სამინისტროსა და ხელოვნების სასახლის ნაყოფიერ თანამშრომლობას და მუზეუმის სამომავლო გეგმებს, მათ შორის ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციური კიდევ მეტად განვითარების აუცილებლობას.

“საამაყოა, რომ ქვეყანაში ამ რანგის მუზეუმი არსებობს. მომავალში მისი ხელშეწყობისთვის ყველაფერი გაკეთდება.” – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები