ირაკლი ანთაძე უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა

ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქვემო ჭალაში ჩავიდა და უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა.

25-26 მარტს ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია ჩანიშნული, ერგნეთში კი მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს გაიმართება.

ზაზა გახელაძის ოჯახს იმედი აქვს, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და ოჯახს მალე დაუბრუნდება.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები