მამუკა მდინარაძე: არ ჰყავს ამ ქვეყანას ისეთი პოლიციელები, ვინმე ემუქრებოდეს და ცოტა შორს დაიჭირონ ხელი და სიტყვა ამ ხალხისგან – ეს არიან ადამიანები, ვინც იმსახურებენ პატივისცემას

საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენების შეფასებისას ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობს ადამიანი, არამხოლოდ პროფესიონალი, არამედ საუკეთესო პიროვნული თვისებებით დაჯილდოებული, ვახტანგ გომელაური არის მაგალითი, როგორ უნდა იყო ერთდროულად ჰუმანური და მეორე მხრივ – განუხრელად უნდა იცავდე კანონს და მის უზენაესობას.

“დღეს, როდესაც საინფორმაციო შტურმია, თითქოს სტატისტიკა გაიზარდა, ეს არის, ჩემი აზრით, არა სისხლის სამართლებრივი, არამედ მორალური დანაშაული საკუთარი მოსახლეობის წინაშე და ფსიქოლოგიური ძალადობა, ინფორმაციული, მათ შორის. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, ასე გამოვიდეთ და ვუთხრათ საზოგადოებას სიმართლე.

მე მინდა, მართლაც გულწრფელი მადლობა ვუთხრა ყველა მეხანძრე-მაშველს, “112”-ის წარმომადგენელს, კრიმპოლის თანამშრომელს, პატრულის თანამშრომლებს გმირობისათვის. მათი ყოველდღიური საქციელი გმირობაა და ბუნებრივია მათ ამისთვის მადლობა ეკუთვნით. მაგრამ, ასევე, ძალიან გულწრფელად, წეღან ვთქვი ერთ-ერთ ინტერვიუში, ახლაც გავიმეორებ და არ მომერიდება, რომ თუ ამ სისტემას არ ჰყავს ღირსეული ხელმძღვანელი და ამ შემთხვევაში ღირსეული ხელმძღვანელი ჰყავს, ვერ იქნება თანამშრომელი, ვთქვათ, ისეთი ამაყი, როგორც მაშინ, როდესაც ცოტა სხვანაირად არის და იყო გასულ წლებში.

დღეს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს ადამიანი, არამხოლოდ პროფესიონალი, არამედ საუკეთესო პიროვნული თვისებებით დაჯილდოებული, პოლიციელიც უფრო ამაყია და უფრო თამამია, იმიტომ, რომ ჰყავს ამ სისტემას პატრონი და მაგალითი, როგორ უნდა იყო ერთდროულად ჰუმანური და მეორე მხრივ – განუხრელად უნდა იცავდე კანონს და მის უზენაესობას.

აქვე უნდა ვთქვა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდება რიგ შემთხვევაში ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში. კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, შეურაცხყოფა პოლიციელის მიმართ. ამას ხშირ შემთხვევაში კადრულობენ ხოლმე ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, ქვეყნის გარედან, თუ რიგ შემთხვევებში ქვეყნის შიგნით, სამწუხაროდ. ემუქრებიან კიდეც პოლიციელებს. არ ჰყავს ამ ქვეყანას ვინმეს დასამუქრები პოლიციელი და ცოტა შორს დაიჭირონ ხელი და სიტყვა და ყველაფერი ამ ხალხისგან იმიტომ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ პატივისცემას, შექებას ყოველდღიურს და მე ზუსტად ვიცი ჩემი წარსული გამოცდილებიდან მათი ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება, რას უძლებენ, რას უძლებენ მათი ოჯახის წევრები, რა სიტუაციაში არიან, რას გრძნობენ და როგორ აქვთ თავი გადადებული თავისი ქვეყნისთვის და საქმისათვის. ვერანაირი ანაზღაურება ვერ შეცვლის ამ თავდადებას და თავის გადადებას საქმისათვის და თავგანწირვას. ამიტომ, ჩვენ ერთი ის შეგვიძლია, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ამ მხარდაჭერით ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ, ყველანი, საზოგადოების თითოეული წევრი, ამ საქმეში, საქვეყნო საქმეში ვართ მათი, პოლიციელების გვერდით”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები