კელი დეგნანი: მხარეებს შორის შეთანხმებას დრო სჭირდება, მაგრამ მჯერა, ამისთვის საჭირო პოლიტიკური ნება არსებობს

“მხარეებს შორის შეთანხმებას დრო სჭირდება, მაგრამ მჯერა, ამისთვის საჭირო პოლიტიკური ნება არსებობს”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

ელჩმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას აღნიშნა, რომ ორივე მხარეს აქვს სურვილი, გამოსავალი მოიძებნოს და მოთხოვნებთან დაკავშირებით კეთილსინდისიერი საუბარი გაგრძელდეს.

„გამოსავლის მოსაძებნად სურვილი არსებობს. ეს ძალიან კომპლექსური პრობლემებია. ადამიანებს აქვთ დიდი აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა, ვნახე, რომ ყველა მხარეს აქვს სურვილი, მოიძებნოს გამოსავალი და გაგრძელდეს ერთმანეთთან კეთილსინდისიერი საუბარი მოთხოვნებზე, თუ რა სჭირდებათ მათ შეთანხმებისთვის, რომელიც ყველასთვის კომფორტული იქნება.

ძალიან სასარგებლო იყო, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – შარლ მიშელი ჩამოვიდა საქართველოში. ეს აჩვენებს, რაოდენ შეწუხებულები და დაინტერესებულები არიან საქართველოს მეგობრები. ჩვენ ვნახეთ იმავე სულისკვეთების განცხადებები კონგრესის წარმომადგენლების მხრიდან და საქართველოს სხვა მეგობრებისგან. მხარეებს შორის შეთანხმებას დრო სჭირდება, მაგრამ მჯერა, ამისთვის საჭირო პოლიტიკური ნება არსებობს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები