მამუკა მდინარაძე: სახალხო დამცველს მოუწევს მტკიცებულების წარმოდგენა, რომ დავით გარეჯის საქმეში პოლიტიკური მოტივი იყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეში პოლიტიკურ მოტივთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა კონკრეტული მტკიცებულება უნდა წარადგინოს.

„სახალხო დამცველს მოუწევს ელემენტარული მტკიცებულების წარმოდგენა, რომ ამ საქმეში იყო პოლიტიკური მოტივი. რაღაც მოდაში შემოვიდა სამართლებრივი მოტივის გადაწონვა. სამართლებრივ მოტივს ვერასდროს ვერაფერი გადაწონის. თუ ვინმეს უნდა, რომ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ნარატივში ჩაჯდეს მაშინ, როცა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით წინ სასამართლოა (სასამართლოს ფუნქციების შეთავსებას არავის ვურჩევ არც აქ და არც იმ ქვეყანაში, ნებისმიერში, სადაც დემოკრატიაზე აქვთ გულწრფელი პრეტენზია), მის ფუნქციებს თუ არ შეითავსებს რომელიმე ადამიანი, თუნდაც – სახალხო დამცველი, ეს იქნებოდა ძალიან კარგი. მსგავს თემებზე სასამართლოს განაჩენის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ დავით გარეჯის საქმეს აშკარად აქვს პოლიტიკური ან სხვა მოტივი, რომელიც, საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები