ალექსანდრე კობერიძის ფილმი „ფიპრესის“ ჯილდოს მფლობელი გახდა
ალექსანდრე კობერიძის ფილმი – „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” „ფიპრესის“ ჯილდოს მფლობელი გახდა. ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს ინფორმაციას.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ონლაინდაჯილდოებამდე რამდენიმე წუთით ადრე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ ჯილდოები გასცა.
მთავარ კონკურსში „ფიპრესის“ ჯილდო წილად ხვდა ალექსანდრე კობერიძის ფილმს – „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ”.