პარლამენტმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება მოახდინა
პარლამენტმა დადგენილების პროექტის – „გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის“ რატიფიცირება 82 ხმით მოახდინა.
პარლამენტის ინფორმაციით, ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით, საქართველო ორ საკითხს უზრუნველყოფს: შშმ პირების ინდივიდური საჩივრების განხილვის უფლება მიეცემა გაერო-ს შშმ პირთა კომიტეტს და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე საქართველოშივე ვერ მოახერხებს საკუთარი ინდივიდური უფლების აღდგენას, მას საერთაშორისო დონეზე ექნება საშუალება, დაიბრუნოს და აღადგინოს საკუთარი უფლება. ამასთან, საქართველო უერთდება იმ ქვეყანათა სიას, რომელიც მაღალ დონეზე აყენებს ადამიანის უფლებებს და დამატებითი ტექნიკური და საექსპერტო მხარდაჭერა ექნება გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კომისიისგან. დოკუმენტი დეპუტატებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ წარუდგინა.