„ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” – ონლაინჩვენება

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პარალელურად, ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს სთავაზობს ბერლინალეს მონაწილე ქართული ფილმების ონლაინრეტროსპექტივას.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოფესტივალის მსგავსად, რესტოსპექტივაც ორ ნაწილად გაიმართება – მარტსა და ივნისში.
6 მარტს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში ნაჩვენები იქნება გიორგი შენგელაიას ფილმი – „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“.
„ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ იყო პირველი ქართული ფილმი, რომელიც 1986 წელს საბჭოთა კავშირის სახელით გამოჩნდა ბერლინალეზე და საქართველოსა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი. ფილმი წარმოდგენილი იყო ფესტივალის მთავარ კონკურსში და მას გადაეცა „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისთვის. მოგვიანებით ფილმი ასევე დაჯილდოვდა ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრიზით წლის საუკეთესო ფილმისთვის.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: გია ფერაძე, ლევან აბაშიძე და ზურა ყიფშიძე.
ფილმის ჩვენება გაიმართება ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები