მამუკა მდინარაძე: ყოფილი პრეზიდენტი ისე ამბობს პლებისციტზე, თითქოს ვინმე აქედან ეხვეწება, პლებისციტის საკითხი არ განიხილება
“ყოფილი პრეზიდენტი ისე ამბობს პლებისციტზე, თითქოს ვინმე აქედან ეხვეწება, პლებისციტის საკითხი არ განიხილება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პლებისციტზე საუბარი წარმოუდგენელია.
„ოპოზიციაში პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით განხეთქილებაა, თუმცა, მათი ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი ისე ამბობს პლებისციტზე, თითქოს ვინმე აქედან ეხვეწება. წარმოუდგენელი ამბავია, ვირტუალურ კამათში შევიდნენ ეს ადამიანები ერთმანეთთან და არა – ჩვენთან, პლებისციტზე საუბარი წარმოუდგენელია. არ შეიძლება, პლებისციტით განსაზღვრო არჩევნების საკითხი – იყოს თუ არა. ჩემი აზრით, არასერიოზული მოთხოვნა და წინადადებაა. არანაირი რაციონალიზმი ამაში არ დევს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე.