ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერმინისტრად დანიშვნას ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი, ლი კეციანი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერმინიტრად დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი გამოთქვამს მზაობას, ორმხრივი თანამშრომლობით კიდევ უფრო გაღრმავდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები.

- რეკლამა -

- რეკლამა -

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მყარად და სტაბილურად ვითარდება; ნაყოფიერი მიღწევების მომსწრენი ვხდებით თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში. მსურს თქვენთან ერთად მუშაობა ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობის სტიმულირების, ჩინეთსა და საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის არსობრივი გამდიდრების, ჩვენი ქვეყნებისა და ერების კეთილდღეობის მისაღწევად. ჩემთვის პატივსაცემ ქვეყანას – საქართველოს – კეთილდღეობას ვუსურვებ, ხოლო ქართველ ხალხს – მშვიდობასა და ბედნიერებას”, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები