ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი პირი

ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით,  ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ სავარაუდოდ მოხუცი მამაკაცია დაშავებული.

არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, რის საფუძველზეც ქვეითი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები