ახალი ზელანდიის სანაპიროსთან 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ გისბორნიდან 238 კილომეტრის დაშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს ყველას, ვინც სანაპიროსთან ახლოს იმყოფება, ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვოს.