მიხეილ სარჯველაძე: მოლაპარაკებისთვის ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იმისათვის, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაიმართოს, ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული.
მისივე თქმით, საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია ცნობილია.
“გუნდის შიგნით კონსულტაციები მიმდინარეობს. ყველა ფორმატი შეიძლება, იყოს გამოყენებული. ყველა ხერხს მივმართავთ იმისათვის, რომ პოზიციები მაქსიმალურად მოქნილი იყოს. ოპოზიციის პოზიციას ველოდებით ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიცია კი ცნობილია. მოლაპარაკებისთვის ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული”, – აღნიშნა სარჯველაძემ.