„საქართველო – მეღვინეობის აკვანი” – სეული ექსპოზიციას მასპინძლობს

 3 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, სამხრეთ კორეის დედაქალ სეულში, ექსპოზიცია – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი” გაიმართება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ფოტო ნიმუშები, საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭლის, ოქრომჭედლობის ნიმუშები, მარნის, ქვევრის და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი ნამუშევრები, ასევე ეროვნული მუზეუმის უნიკალური ფოტო არქივი
2020 წელს საქართველოდან სამხრეთ კორეაში 90 ათასამდე ბოთლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 353%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები