ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გაესაუბრონ ადგილობრივებს, ასევე, პარლამენტში გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები

 

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს კითხვები და მათ უნდა გაეცეთ დასაბუთებული, კვალიფიციური პასუხები. ამიტომ, მე მინდა, ვთხოვო ქალბატონ ნათია თურნავასა და ბატონ ლევან დავითაშვილს, პირადად ჩახვიდეთ ადგილზე და დაიწყოთ უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან. აუხსენით და მოისმინეთ, თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი”, – ამის შესახებ პრემირმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმქ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები გაიმართება.
„ასევე, მინდა, ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ აღნიშნულ ჰესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები. მოვიწვიოთ დაინტერესებული პირები და მათი თანდასწრებით გაიმართოს მოსმენები.
ჩვენი ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ.
პროგნოზები, რომლებიც არსებობს ენერგეტიკის მიმართულებით, არის შემდეგი, რომ ყოველ წელს საშუალოდ 100 მგ/ვტ სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს, მაგრამ ამ ეტაპზე არ ხდება. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი, რისთვისაც აუცილებელია მოსახლეობასთან კომუნიკაცია,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები